18 ნოემბერი 2024,   19:47
ვრცლად
თბილისის ონკოლოგიურ საავადმყოფოში მრავალწლიანი პრობლემების და მედიკოსების არაერთი პროტესტის შემდეგ, აღდგენითი სამუშაოები იწყება

თბილისის ონკოლოგიური საავადმყოფოს რეაბილიტაციის დაწყება ჯანდაცვის მინისტრმა დღის "კურიერში" დაანონსა. მინისტრის განცხადებას წინ უძღოდა "კურიერში" გასული რეპორტაჟი, სადაც კარგად ჩანდა კლინიკაში არსებული მძიმე სიტუაცია. პროფილურ საავადმყოფოში მრავალწლიანი პრობლემების და მედიკოსების არაერთი პროტესტის შემდეგ, აღდგენითი სამუშაოები იწყება. პროექტის საბოლოო ვერსია ჯერ არ არსებობს, თუმცა არაუგვიანეს ივნისის თვისა, სამუშაოები უნდა დაიწყოს.

როგორ უნდა მოხდეს შენობის რეაბილიტაცია ისე, რომ კლინიკამ კადრების შემცირება თავიდან აიცილოს - ბოლო ორი დღეა ჯანდაცვის უწყებასა და ონკოლოგიურ საავადმყოფოში დასაქმებულ მედიკოსებს შორის აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ჯერჯერობით საბოლოო სქემაზე ვერ შეჯერდნენ. მინისტრის მოადგილე პირობას დებს, რომ მოლაპარაკებების შედეგი პოზიტიური იქნება. 

შენობის რეაბილიტაციის გარდა, უწყებამ კიდევ ერთი გადაწყვეტილება მიიღო. კლინიკის თანამშრომლები ივნისისა და ივლისის თვეში 10 თვიან დავალიანებასაც აიღებენ.

გადაწყვეტილებით კმაყოფილები არიან, თუმცა სამსახურის დაკარგვის შიში აქვს მედიკოსების ნაწილს - თუ კლინიკა რემონტის პერიოდში დაიხურება, შემოსავლის გარეშე დარჩებიან. 

პროექტის ზუსტი კალკულაცია ჯერ არ არსებობს, თუმცა ცნობილია, რომ ის მაღალბიუჯეტიანია და დაახლოებით ათობით მილიონი ლარი ჯდება. 

 

დღის ამბები