18 ნოემბერი 2024,   19:36
ვრცლად
"ცდილობს გვაჩხუბოს ქართველები და აზერბაიჯანელები" - მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის მოთხოვნა და ადგილობრივების პასუხი

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის მოთხოვნა და ადგილობრივების პასუხი - სასულიერო პირი ქალაქში აზერბაიჯანელი საზოგადო მოღვაწის ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის აღებას და მარნეულის მერისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს.

მარნეულში მცხოვრები ეთნიკურად აზერბაიჯანელები "კურიერთან“ საუბრის დროს ამბობენ, რომ მათთვის სასულიერო პირის მიერ გაკეთებული განცხადება მიუღებელია.  ისინი ამბობენ, რომ ასე სასულიერო პირი აზერბაიჯანელი და ქართველ ხალხის ურთიერთობის გაფუჭებას ცდილობს. 

"საქართველო დემოკრატიულ ქვეყანაა, ეს კაცი თბილისში დაიბადა, აქ მუშაობდა. ეს ძეგლი ვის რას უშლის. ამის მთქმელი პროვოკატორია. ცდილობს, გვაჩხუბოს ქართველები და აზერბაიჯანელები, ეს საქართველოს მტრობაა, ეს არის ძალა, ვისაც ჩვენი ძმობის განადგურება უნდა,“ - ამბობს  იაშა რეზაგუკიევი.

ადგილობრივი ტელევიზიის დამფუძნებელი და რეჟისორი, შალვა შუბლაძე ამბობს, რომ საზოგადოების დიდ ნაწილს სრული ინფორმაცია არ აქვს  ნარინამონის ბიოგრაფიის შესახებ და აცხადებს, რომ ქალაქის ცენტრიდან ძეგლის აღება უნდა მოხდეს.

"საქართველოში ძალიან აქტიურად მუშაობს რბილი ძალა რუსეთის სახით, რომელიც აღვივებს ნოსტალგიას საბჭოთა კავშირის მიმართ და არასწორი იდეოლოგიური წნეხის ქვეშ ამყოფებს იმ ეთნიკურ ჯგუფებს, რომლებიც ძალაუნებურად მიბმულები არიან რუსულ საინფორმაციო პროპაგანდისტულ საშუალებებს. ეთნოსს მნიშვნელობა არ აქვს, რა ერის წარმომადგენელია, მნიშვნელობა არ აქვს, თუ ის არის ბოლშევიკი, თუ ის მონაწილეობდა იმ ძალიან ცუდ სისხლის ღვრაში, რასაც საქართველოს გაწითლება და ოკუპაცია ჰქვია  და ამას კანონი უმაგრებს გვერდს, ეს კანონი უნდა აღსრულდეს,“ - განაცხადა "მარნეული ტვ”-ის დირექტორმა, შალვა შუბლაძემ. 

დღის ამბები