18 ნოემბერი 2024,   19:38
ვრცლად
კამპანიური მცდელობებია, რომ სანამ გამოძიება დასრულდება, ადამიანი მორალურად გაანადგურონ - ნეკა დოროყაშვილის ადვოკატი

ოჯახურ ძალადობაში ბრალდებული ცნობილი ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი ცოლის, ნეკა დოროყაშვილის ადვოკატი ანა აბაშიძე აცხადებს, რომ მეორე მხარე გამოძიების დასრულებამდე ძალადობის მსხვერპლის მორალურად განადგურებას ცდილობს.

მისი თქმით, ბასილაშვილის ადვოკატები მუდმივად საუბრობენ ვიდეომტკიცებულებაზე, თუმცა არც ასაჯაროებენ და არც საქმეში დევს. 

"ამ წუთას, მეორე მხრიდან არანაირი მტკიცებულება, ის რაღაცა, რომლის გასაჯაროება დაასრულებდა ისტორიას, ასეთი რამ არ დევს. თუ აქვთ რაიმე, უნდა წარმოადგინონ და ასე არ უნდა ილაპარაკონ, გვაქვს კარგი მტკიცებულება და არ გაჩვენებთ და, მათ შორის, საქმეშიც არ იყოს. ეს კიდევ და კიდევ მედიაბრძოლის იარაღია. ნამდვილად რა ხდება გამოძიებაში, ეს, ფაქტობრივად, აღარავის აღარ აინტერესებს. მთელი კამპანიური მცდელობებია იქითკენ, რომ სანამ გამოძიება ძიებას დაასრულებს, მანამდე ადამიანი მორალურად გაანადგურონ,"-განაცხადა ანა აბაშიძემ.

ნიკოლოზ ბასილაშვილი სამართალდამცველებმა 22 მაისს დააკავეს. გამოძიების ვერსიით, მან ყოფილ მეუღლეზე ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ფიზიკურად იძალადა. სპორტსმენის აღკვეთის ღონისძიებაზე საქალაქო სასამართლომ 24 მაისს იმსჯელა და 100 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. წინასასამართლო სხდომა პირველ ინსტანციაში 16 ივლისს გაიმართება.

დღის ამბები