18 ნოემბერი 2024,   19:47
ვრცლად
ვის შეუძლია დაესწროს ქორწინების რეგისტრაციის რიტუალს - იუსტიციის მინისტრის ბრძანება

15 ივლისამდე პერიოდში წყვილის ქორწინების რეგისტრაციის რიტუალზე დასწრების უფლება მხოლოდ წყვილის მშობლებს, ქორწინების მოწმეებს და ფოტოგრაფს ექნებათ. ამის შესახებ საუბარია იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის №543-ე ბრძანებაში, რომელიც ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საქმიანობის ადმინისტრირებისა და მის მიერ პირთა მომსახურების კანონმდებლობით დადგენილისგან განსხვავებული დროებითი წესების განსაზღვრას გულისხმობს:

"სპეციალური სარიტუალო მომსახურებით და ადგილზე მომსახურებით (შენობის გარეთ მომსახურება) ქორწინების რეგისტრაციისას საქორწინო სივრცეში დასაშვებია დასაქორწინებელ პირებთან ერთად იმყოფებოდნენ მხოლოდ მათი მშობლები, ასევე მოწმეები და ერთი ფოტოოპერატორი. სავალდებულოა საქორწინო სივრცეში მყოფ პირთა შორის რეკომენდებული სოციალური დისტანციის დაცვა," - აღნიშნულია ბრძანებაში.

დღის ამბები