18 ნოემბერი 2024,   19:39
ვრცლად
ელექტრონულ სამაჯურს გამოვიყენებთ მხოლოდ მაშინ, როდესაც იქნება ძალადობის განმეორების რეალური საფრთხე - შს მინისტრის მოადგილე

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ცაციაშვილმა "ღამის კურიერის" პირდაპირ ეთერში იმ კანონზე ისაუბრა, რომელიც ძალადობის მსხვერპლის მოძალადისგან დაცვას ელექტრონული სამაჯურის მეშვეობით უზრუნველყოფს.

მისი ინფორმაციით, სამაჯურს მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყენებენ, თუკი ძალადობის განმეორების რეალური საფრთხე იქნება.

ნინო ცაციაშვილმა განაცხადა, რომ პარლამენტში კანონპროექტის განხილვა კორონავირუსის შეზღუდვების გამო შეწყდა და აღნიშნა, რომ ის უახლოეს მომავალში განახლდება. 

"მოგეხსენებათ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით პარლამენტს წარდგენილი აქვს ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების თაობაზე კანონპროექტი, რომელიც საშუალებას მოგვცემს, ორდერის გამოცემის პარალელურად, ისეთი ღონისძიება, როგორიცაა მსხვერპლთან მიახლოების აკრძალვა, მოძალადეზე მოხდეს ელექტრონული ზედამხედველობა. ოღონდ, ეს იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, როდესაც იარსებებს ძალადობის გამეორების რეალური საფრთხე და არა ყველა შემთხვევაში, როდესაც ხდება შემაკავებელი ორდერის გამოცემა. ეს კანონპროექტი პარლამენტში იხილება ამ ეტაპზე. მოგეხსენებათ, კოვიდ- 9-დან გამომდინარე, მხოლოდ საგანგებო ფორმატში ხდებოდა სესიების და კომიტეტების მუშაობა და ველით, რომ უახლოეს პერიოდში აღნიშნული კანონის განხილვები ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება,"-განაცხადა ნინო ცაციაშვილმა.

დღის ამბები