პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებების და გენდერული თანასწორობის საკითხებში ლელა აქიაშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში ძალადობასთან დაკავშირებით კანონმდებლობა გამკაცრდა. მისი ინფორმაციით, საქართველოს კანონმდებლობა ევროპაში ერთ-ერთი წამყვანია და ის სტამბოლის კონვენციას ეფუძნება.
"ეს არის ერთ-ერთი მოწინავე კანონმდებლობა ევროპაში. ამას უნდა მივაყოლოთ ცნობიერების ამაღლება. გეთანხმებით, რომ ჩვენს დღის წესრიგში მთავარი და მუდმივი საკითხია განგრძობადი მუშაობა საზოგადოებასთან და საზოგადოების ჩართულობით, რათა კიდევ უფრო მიუღებელი გახდეს ძალადობა და მეტი ადამიანის შინაგანი პროტესტი გამოიწვიოს ნებისმიერი ძალადობის ფაქტმა", - განაცხადა ლელა აქიაშვილმა.