ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 3-ით გაიზარდა. განახლებული მონაცემების მიხედვით, ამ ეტაპზე ქვეყანაში 735 ახალი COVID ინფიცირების შემთხვევაა დაფიქსირებული. 20-ით არის გაზრდილი გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა და ამ ეტაპზე COVID-19 საქართველოში 557-მა პაციენტმა დაამარცხა.
კარანტინის რეჟიმში რჩება 3076, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 250 მოქალაქე.