თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, ქვეყანაში გამოჯანმრთელებული პაციენტების რიცხვი მკურნალობაზე მყოფი პაციენტების რიცხვს 2-ჯერ მეტად აღემატება. რაც შეეხება სამ ახალ შემთხვევას, მარინა ეზუგბაია ამბობს, რომ სამივე საკარანტინო სივრციდან არის კლინიკაში გადაყვანილი და ახალი წყარო არ არის.
"ჩვენ გუშინ გვყავდა 732 დადასტურებულ და შემთხვევა და დაგვემატა მხოლოდ სამი. ახლა არის 735 დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელებულები გვყავდა 537 და 20 დაგვემატა და დღეისთვის გვყავს 557 გამოჯანმრთელებული. ამ ეტაპზე, covid ცენტრებში მკურნალობს 166 პაციენტი და გამოჯანმრთელებების რაოდენობა უკვე 2-ჯერ მეტად უსწრებს ამჟამად მკურნალობაზე მყოფ რაოდენობას.
ამ სამი დადასტურებული შემთხვევიდან, სამივე საკარანტინო სივრციდან არის, ახალ წყარო არ გვაქვს. ჩვენს ცენტრში დღეს დილის მონაცემებით 39 პაციენტი გვყავდა, აქედან 4 იყო შესაძლო შემთხვევა, რომელთა კვლევით გუშინ გამოირიცხა კოვიდ ინფექცია და ითხოვენ დატოვა დღეს კლინიკა და ამ ეტაპზე მხოლოდ 34 დადასტურებული შემთხვევაა გვყავს და ერთი დილიდან შემოვიდა კვლავ გამოსაკვლევი შესაძლო შემთხვევა კოვიდზე.
პაციენტების სიმძიმის თანაფარდობა უცვლელი გვაქვს, კვლავ სამი მძიმე პაციენტია, მაგრამ ამ სამ მძიმე პაციენტთან როგორც იცით სტაბილიზაციაც მიღებულია, მცირედი მაგრამ ყოველდღიური გაუმჯობესება შეინიშნება და ალბათ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მალე პროგნოზულად ვიტყვით, რომ მათთან კარგი გამოსავალი იქნება. ძირითადად, საშუალო სიმძიმის პნევმონიით არიან პაციენტები და მსუბუქი პაციენტები პნევმონიის გარეშეა,“ - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.