თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაია მიიჩნევს, რომ ქვეყნის საზღვრები იმის შესაბამისად გაიხსნება, რა ვითარებაც პანდემიის მხრივ მეზობელ სახელმწიფოებში იქნება. მარინა ეზუგბაიას იმედი აქვს, რომ საზღვრების გახსნა მეზობელ ქვეყნებში დაავადებების ტემპის კლებას დაემთხვევა.
"რისკები ყოველთვის არის, რისკებს ვერასდროს ვერ მოვხსნით ვერაფერში. რისკები მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ. იმედია, გახსნა დაემთხვევა ჩვენს მეზობელ ქვეყნებში დაავადებების ტემპის კლებას. არ მგონია, რომ ჩვენთან ეს გადაწყვეტილება მიიღონ ისე, რომ გარშემო მყოფი ქვეყნების სიტუაცია და მდგომაროება არ გაითვალისწინონ. თუ ამ გათვალისწინებით მოხდება ჩვენთან ტურიზმის განახლება, ასეთ პირობებში, ალბათ, ნაკლები რისკი იქნება,“ - განაცხადა მარინა ეზუგბაია.
მარინა ეზუგბაია პრეპარატ პლაქვენილის შესახებაც საუბრობს და ამბობს, რომ მათ კლინიკაში, პლაქვენილის გამოყენების დროს, არც ერთ პაციენტში გვერდითი მოვლენები არ გამოვლენილა.
"შეჩერდა სამეცნიერო კვლევაში მისი გამოყენება. ჩამონათვალში, როგორც ასეთი, სამკურნალო წამლების ჩამონათვალში, ჯერჯერობით, ამოღებული არ არის პლაქვენილი. ასეთი მითითება არ ყოფილა. ჩვენთან, არც ერთ პაციენტთან არ გვქონია პლაქვენილით მკურნალობის შედეგით გვერდითი მოვლენები. იმიტომ რომ, არც ერთ პაციენტთან არ დანიშნულა ეს პრეპარატი, სადაც მისი დანიშვნის ვალდებულება არ იყო,“ - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.