"შეცვალეს" აქტივისტებმა პარლამენტთან აქცია-პერფორმანსი გამართეს და საკანონმდებლო ორგანოში პრემიერ-მინისტრის მოხსენება გააპროტესტეს.
აქტივისტებმა პარლამენტის წინ წითელი საღებავით ხელები გამოსახეს, რომლითაც მათი თქმით, პრემიერს კიდევ ერთხელ შეახსენეს ის პასუხისმგებლობა, რომელიც მას ე.წ. გავრილოვის ღამის გამო აკისრია.
"შეცვალეს" აქტივისტები ამბობენ, რომ 20 ივნისს დაზარალებულები ამ სტატუსს ამ დრომდე ელოდებიან, რადგან სახელმწიფო დანაშაულის აღიარებას არ აპირებს.
კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფის (CIMG) დამფუძნებელი და დირექტორი გიორგი კაპანაძე აცხადებს, რომ გიორგი გახარია სისხლიანი ჯალათია და მის ახალგაზრდების სისხლი მის კისერზეა.
"სულ რომ კედლებზე გაიაროს გახარიამ, სულ რომ წყალზე გაიაროს, ჩვენ მაინც შევახსენებთ, რომ ის არის მოსკოვის კაცი, სისხლიანი ჯალათი და მთელ ტანზე, მთელ მის პოლიტიკურ შემადგენლობას აქვს სისხლი, მათ შორის ახალგაზრდების სისხლი, ახალგაზრდებს თვალები რომ დათხარეს, ეს არის გახარია დღეს. არანაირი ანტიკრიზ მენეჯერი გახარია არ არის," – აცხადებს გიორგი კაპანაძე.