პრემიერ მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, როდესაც ქვეყანა ამმბობს, რომ იქნება პირველი ქვეყანა, რომელიც შეძლებს ტურიზმის გახსნას, აქ მნიშვნელოვანია ჯანდაცვის სისტემის მზაობა, ასევე, ლაბორატორიული ქსელების მზაობა.
"ჩვენ როდესაც ვამბობთ, რომ გვინდა ეკონომიკის გახსნა, გვინდა ვიყოთ პირველი ქვეყანა, რომელიც შეძლებს ტურისტების და სტუმრების ორგანიზებულად მიღებას. ჩვენ ვართ ერთ-ერთი ქვეყანა, რომელმაც შესძლო ორგანიზებულად 10 ათასობით თავისი მოქალაქის ჩამოყვანა სახელმწიფოს ხარჯზე უცხოეთის ქვეყნებიდან. რა თქმა უნდა, ამას ჰქონდა თავისი საკარანტინე ინფრასტრუქტურა, რა თქმა უნდ, ყველა ეს ადამიანი დღეს გადის ტესტირებას, ამიტომ, ჩვენ ერთი რამ უნდა გვესმოდეს, როდესაც ახსნაზე ვსაუბრობთ და ზოგიერთები მოგვიწოდებენ, რომ გავხსნათ ყველაფერი ერთადო, მარტივად მეგობრებო, ყველაფერი უნდა იყოს თანმიმდევრული, გონივრული და გეგმის შესაბამისად. ამ გეგმის მიხედვით, სანამ ქვეყანაში არ იქნება შესაძლებლობა დღეში გარკვეული რაოდენობის ოქროს სტანდარტის, PCR ტესტის ჩატარება, ყველა სახის ნაჩქარები და სწრაფი გახსნა არის ადამიანების სიცოცხლის რისკის ქვეშ დაყენება. ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ, რომ ჩვენ ვიქნებით ერთ-ერთი პირველ ქვეყანა, რომელიც შეძლებს ტურიზმის გახსნას და ეკონომიკის ამოქმედებას, აქ პარალელურად, პასუხისმგებლობას ვიღებთ იამზე, რომ ამას მიყვება როგორც ჯანდაცვის სისტემის მზაობა, ასევე ლაბორატორიული ქსელების მზაობა, ასევე კერძო ლაბორატორიების ფუნქციაც აქ არის მნიშვნელოვანი. ყველამ უნდა ვიცოდეთ, როდის და რა სახის გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.