18 ნოემბერი 2024,   19:49
ვრცლად
ანა დოლიძე სახელმწიფო ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯებზე საუბრობს

სამოქალაქო მოძრაობა "ხალხისთვის" დამფუძნებელი ანა დოლიძე სახელმწიფო ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯებზე საუბრობს. მისი თქმით, სახელმწიფოს ბალანსზე უამრავი უფუნქციო შენობაა, თუმცა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ფართს ქირაობს, რისთვისაც ბიუჯეტიდან ყოველთვიურად 10 ათასი დოლარი იხარჯება.

"იმ პირობებში, როდესაც ჩვენს სახელმწიფოს აქვს ძალიან ბევრი შენობა და ბევრი კვადრატული მეტრი მიწა, სადაც შეიძლება განთავსდეს სახელმწიფო შენობები, აი ეს შენობა და აქ ჩვენი გადასახადების ფლანგვა არის ერთ-ერთი მაგალითი იმ ათობით შემთხვევას შორის, სადაც იხარჯება სახელმწიფოს ბიუჯეტი და თქვენი გადასახადები,"-განაცხადა ანა დოლიძემ.

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში კი განმარტავენ, რომ სახელმწიფო მათთვის შენობას წლის ბოლოს გამოყოფს, რის შემდეგაც ყოველთვიური ქირის გადახდა მათ აღარ მოუწევთ.

"2016 წელს მთელი რიგი ძალადობრივი ქმედებებით დაგვატოვებინა შენობა ბატონმა ირაკლი ოქრუაშვილმა. ჩვენ ქირას ვიხდიდით სააგენტოს საკუთარი შემოსავლებიდან, ჩვენ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ამის ქირა არ გადაგვიხდია. 2020 წელს უკვე პრემიერის და ბატონი მიხეილ ჩხენკელის ერთობლივი ნამოღვაწარით, უკვე შერჩეულია კონკრეტული შენობა, რომელსაც უახლოეს პერიოდში გაგვაცნობენ,"- აცხადებენ სააგენტოში.

დღის ამბები