ევროპაში კი არა სახლებში არა ვართ შესაშვები, ისე ვიქცევით- ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ქვეყანაში ორმაგი სტანდარტებია და ეკლესიას ებრძვიან. ბოდბელი მიტროპოლიტი ამბიონიდან მეუფე ანტონის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მან ანტიდასავლური გზავნილები გააჟღერა.
"მეუფე ანტონს ხომ ყველა იცნობთ? რომელმა არანორმალურმა უნდა თქვას, რომ იმ კაცს ქვეყანა რუსეთისკენ მიყავს. მან უბრალოდ აღნიშნა, როგორ საძაგლადაც ვიქცევით. სირცხვილია ჩვენ რომ შევიდეთ, ევროპაში კი არა, სახლებში არა ვართ შესაშვები, ისე ვიქცევით. ვინ თქვა რომ გადაუხვია? მეუფე ანტონი კი არა, სამი და ოთხი ეპისკოპოსი რომ იყოს, ჩვენ, ეკლესიას პოლიტიკას შეგვაცვლევინებენ? დაემსგავსეთ ადამიანებს და არ გვაფიქრებინოთ, რომ დარვინი მართალი იყო ადამიანის წარმოშობაზე. არ შეიძლება ფულის გამო, სული, ქვეყანა და ერი გაყიდოთ. არჩევნები მოდის და არ მინდა რაღაც ძალები დავაზიანო და დავაზარალო. საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა და არ უნდა დავრბოდეთ გარე-გარე საშველად, ადრე მოსკოვში დავრბოდით და ახლა ვინც სად დადის,"- განაცხადა მეუფე იაკობმა.