თითქმის 2-თვიანი აკრძალვის შემდეგ, დღეს დილიდან ქალაქის ქუჩებში მუნიციპალური ტრასპორტი გამოჩნდა. 31 მარტის შემდეგ პირველად, უკვე შესაძლებელია გადაადგილება მეტროთი, ავტობუსებითა და სამარშრუტო ტაქსებით.
საზოგადოებრივი ტრანსპორტი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში დადგენილი წესებით იმუშავებს. მათ შორის იკრძალება მიკროავტობუსებში ფეხზე დგომა.
მოქალაქეები აცხადებენ, რომ საზოგადოებროივ ტრანსპორტში პირბადის გამოყება და დისტანცია კონტროლდება.
აღსანიშნავია, რომ მუნიციპალურ ტრანპორტში დილიდან ხალხმრავლობა არ შეინიშნება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მასშტაბით საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, კორონავირუსის პანდემიის გამო 31 მარტს აირძალა.