18 ნოემბერი 2024,   19:24
ვრცლად
რამდენიმე სოფლის მოსახლეობამ ჭიათურის მუნიციპალიტეტში აქცია გამართა

ჭიათურის მუნიციპალიტეტში რამდენიმე სოფლის მოსახლეობამ აქცია გამართა. ადგილობრივები მათ სოფელში კირქვის მოსაპოვებლად კარიერის მოწყობას აპროტესტებენ.

მათი თქმით, მასალის მოპოვება მათ საფრთხეს უქმნის, გაიზრდება დაავადების რაოდენობა, შემცირდება მოსავალი და ამასთან, სოფლები საძოვრების გარეშე დარჩება.

ადგილობრივები მასალის მოპოვების შეჩერებას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში აქციებით იმუქრებიან. მოსახლეობის ინფორმაციით, სოფელ ჭალვანის მიმდებარედ ოცამდე ჰექტარი მიწის ნაკვეთი 2007 წელს გასხვისდა, სამუშაოები გასულ წელს დაიწყო, თუმცა პროტესტის გამო შეჩერდა და წელს იგეგმება განახლება.

"ეს 4-5 სოფელ ვრჩებით საძოვრის გარეშე. თუ ეს კარიერი აქ გაიხსნა, აღარც ჰაერი იქნება. ახალგაზრდები გვყავს, უნდათ ცხოვრება, სოფელი სხვა რა არის, ჰაერი უნდა გქონდეს წყალი და საძოვარი იყოს, რომ დაინტერესდეს ახალგაზრდა,“ - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.  

 

დღის ამბები