კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა ქვეყანაში ქვეყანაში 757-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელებული კი უკვე 600 ადამიანია. მათი რაოდენობა გუშინდელთან შედარებით 24-ით გაიზარდა. რაც შეეხება გარდაცვლილებს, მათი რაოდენობა კვლავ 12-ია.
ამ დროისთვის კარანტინში 2966 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 250. ინფორმაცია ამის შესახებ, მთავრობის მიერ შექმნილ ვებ-გვერდზე stop.cov-ზეა გამოქვეყნებული.