სტამბოლის პროვინციაში, ბაშაკშეჰირის რაიონში მდებარე ფაბრიკაში მომხდარ აფეთქებას ორი ადამიანი ემსხვერპლა. მათ შორის ერთ-ერთი საქართველოს მოქალაქეა. თურქული მედიის ინფორმაციით გარდაცვლილია 45 წლის ალექსანდრე ჩიტაური და 55 წლის მეჰმეთ ალი ასლანი.
აფეთქება ჯინსების ფაბრიკის საქვებეში გუშინ მოხდა და ნგრევა გამოიწვია. ადგილზე სასწრაფო და სახანძრო სამსახურები იყო მობილიზებული. აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დიპლომატიური მისია უკვე დაუკავშირდა დაღუპულის ოჯახს და მიმდინარეობს გადმოსვენების პროცედურებზე მუშაობა.