ახალი სპორტის სასახლე 2021 წლის ზაფხულში სრულ მზადყოფნაში იქნება.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძემ, კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტ პაატა გურასპაულთან ერთად, თბილისში, უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან, ახალი, მულტიფუნქციური სპორტის სასახლის მშენებლობა მოინახულა.
აღსანიშნავია, რომ მიუხედავად კორონავირუსის პანდემიისა, 10 000 მაყურებელზე გათვლილი მულტიფუნქციური, ახალი სპორტის სასახლის მშენებლობის პროცესი არ შეჩერებულა.
სამუშაოები უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული მკაცრი რეკომენდაციებისა და წესების სრული დაცვით მიმდინარეობს.
მშენებლობა წინასწარ დათქმული ვადების გათვალისწინებით გრძელდება, რომლის თანახმად, ახალი სპორტის სასახლე 2021 წლის ზაფხულში სრულ მზადყოფნაში იქნება.