კორონავირუსისგან ყველაზე მეტად დაზარალებულ უკრაინულ ქალაქ ჩერნივში ღვთისმსახურებმა მიიღეს გადაწყვეტილება, სულიერი საზრდო მისცენ მათ, ვინც სნეულებისგან იტანჯება და პანდემიის გამო ზიარების საშუალება არ ჰქონდათ.
სასულიერო პირები ამბობენ რომ, ქვეყანაში სიტუაცია მძიმეა და საზოგადოებას სჭირდება იმედი, რომ ღმერთი მათ განსაცდელისგან იხსნის.
საღმრთო ლიტურგია ქალაქის ტაძარში სოციალური დისტანცირებით და მუდმივი სადეზინფექციო სამუშაოების ფონზე მიმდინარეობს. უკრაინაში კორონავირუსით უკვე დაინფიცირდა 100-მდე სასულიერო პირი, ძირითადად, ინფიცირებულები ლავრაში მსახურობდნენ.
სასულიერო პირი ვასილ გასინეცი აცხადებს, რომ ეკლესია უსაფრთხო ადგილი იყო და ახლაც უსაფრთხო ადგილად რჩება.
"ჩვენი ეკლესია პანდემიამდეც სუფთა იყო და ახლაც უსაფრთხოა, მაქსიმალურად ვიცავთ უსაფრთხოების წესებს, ჩვენს მრევლს სჭირდება ტაძარი, აუცილებელია საზოგადოებამ იგრძნოს ჩვენი უფლის თანადგომა,"- განაცხადა ვასილ გასინეცმა.