18 ნოემბერი 2024,   19:26
ვრცლად
კელი დეგნანმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს პოლიციის დღე მიულოცა

ამერიკის ელჩმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს პოლიციის დღე მიულოცა და სიმბოლური საჩუქარი გადასცა.

პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში აღმოჩენილი დახმარებისა და პოლიციის დანაყოფებისთვის, პერსონალური დაცვის აღჭურვილობის გადაცემისთვის ვახტანგ გომელაურმა კელი დეგნანს მადლობა გადაუხადა.

კელი დეგნანმა აღნიშნა კოვიდ-19-თან ბრძოლის პროცესში ქართველი სამართალდამცველების მიერ გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმი და შინაგან საქმეთა სამინისტროს მადლობა გადაუხადა ეფექტიანი ღონისძიებებისთვის.

მხარეებმა, ასევე, განიხილეს რუსეთის ბოლოდროინდელი განცხადებები ლუგარის ცენტრთან დაკავშირებით, ასევე ისაუბრეს უკანონო ბორდერიზაციის საკითხებზე.

ქართულ პოლიციას პროფესიული დღე მიულოცა ესპანეთის სამეფოს შინაგან საქმეთა სამინისტრომაც.

დღის ამბები