მამაკაცი, რომელიც რუსმა მესაზღვრეებმა საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს, მეზობლების ინფორმაციით, საქონელს მწყემსავდა. ერთ-ერთი მეზობელი "კურიერთან" აცხადებს, რომ მწყემსებს, რომელთაგან ერთმა გაქცევა მოახერხა, საზღვარი არ გადაუკვეთავთ და რუსმა მესაზღვრეებმა საქართველოს ტერიტორიაზე აიყვანეს.
მწყემსს რუსი მესაზღვრეები, სავარაუდოდ, საზღვრის უკანონო კვეთას ედავებიან. გატაცებული შემთხვევის დროს მარტო არ იმყოფებოდა. მეორე პირმა გაქცევა მოახერხა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარს ადასტურებს და აცხადებს, რომ პროცესში ჩართულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და შვეიცარიის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექცია.
ავტორი: მირიან გორგოძე