18 ნოემბერი 2024,   03:37
ვრცლად
ექსპერტიზის დასკვნის შემდგომ გამოჩნდება საით უნდა წავიდეს გამოძიება - შს მინისტრი გარდაცვლილი ფეხბურთელის საქმეზე

შინაგან საქმეთა მინისტრი გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის, საქმეს გამოეხმაურა.

როგორც შს მინისტრმა აღნიშნა, საქმესთან დაკავშირებით ვრცლად ვერ ისაუბრებს და ახლა მნიშვნელოვანია ყველა კითხვას პასუხი გამოძიებამ გასცეს.

მინისტრმა გარდაცვლილის ოჯახს მიუსამძიმრა.

"ძალიან მძიმე შემთხვევაა ეს და პირველ რიგში, მინდა მივუსამძიმრო ოჯახის წევრებს. ყველა ჩვენგანისთვის ძალიან მძიმე იყო. ამ გამოძიების ირგვლივ მე ბევრს ვერ ვისაუბრებ, იმიტომ, რომ ჯერ ექსპერტიზის დასკვნაც კი არ არის მოსული.

ჩართულები ვართ შინაგან საქმეთა სამინისტრო, პროკურატურა და ყველა საგამოძიებო უწყება და ველოდებით დასკვნას. დასკვნის შემდგომ გამოჩნდება თუ საით უნდა წავიდეს გამოძიება.

დღეს ფაქტები რის საშუალებასაც გვაძლევს, ამ მიმართულებით წავედით. ყველა, როგორც დაკავებულების ადვოკატები და ასევე დაზარალებულის ოჯახის ადვოკატი ველოდებით სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნას. მეტს ვერ ვისაუბრებ. მაქსიმალურად გახსნილები ვართ. თუ რამე ბრალდება აქვთ შეუძლიათ გვითხრან, ვემსახურებით ყველას," - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

შეგახსენებთ, 19 წლის ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცველებმა 17 პირი დააკავეს.

 

დღის ამბები