10 აგვისტო 2020,   09:34
ვრცლად
ოზურგეთში ანასეულის მოსახლეობა აქციას მართავს - ადგილობრივების თქმით, უკვე 30 წელია რაც წყლის პრობლემის მოგვარებას ითხოვენ

ოზურგეთში, ანასეულის დასახლებაში მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. ადგილობრივები უწყლობას აპროტესტებენ. მათი თქმით, უკვე 30 წელია, რაც ანასეულში წყლის პრობლემაა და მისი მოგვარება ვერცერთმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, ვითარება განსაკუთრებით მწვავდება ზაფხულში, როცა წყალი შრება და მასზე მოთხოვნა კიდევ უფრო იზრდება.

ადგილზე იმყოფებოდა ოზურგეთის საკრებულოს ინფრასტრუქტურის და სივრცითი მოწყობის კომისიის თავმჯდომარე ლავრენტი ბიგვავა. როგორც ბიგვავა აღნიშნავს, წყლის პრობლემის მოგვარება აგვისტოს თვეში დაიწყება, თუმცა მანამდე ხელისუფლება ამ პრობლემის მოსაგვარებლად ალტერნატიული გზების მოძიებას ეცდება.

დღის ამბები