გურჯაანში, საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულიდან გადმოვარდნილი სამი წლის ბავშვის მდგომარეობა მძიმეა. შემთხვევა გუშინ ცხრა აპრილის ქუჩაზე მოხდა.
ადგილობრივების ინფორმაცით, მცირეწლოვანი სახლში დასთან ერთად თამაშობდა, რა დროსაც ფანჯრის რაფაზე ავიდა, დამცავი ბადე გახია და გადავარდა.
დაშავებულ ბავშვს გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია თავდაპირველად გურჯაანის "ჯეო-ჰოსპიტალის" კლინიკაში ჩაუტარდა. ბავშვს ელენთა და თირკმელი ჰქონდა დაზიანებული. რის შემდეგაც კატასტროფის ჯგუფმა თბილისში, ბოკერიას სახელობის კლინიკაში გადაიყვანა.
ადგილზე პოლიცია იყო მობილიზებული. გამოძიება 124-ე ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს.