18 ნოემბერი 2024,   23:47
ვრცლად
ზუგდიდში ახალაშენებულ კორპუსებში ბინა 1000-მდე დევნილ ოჯახს გადაეცემა

ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე, ახალაშენებულ კორპუსებში ბინა 1000-მდე დევნილ ოჯახს გადაეცემა. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, დევნილთა სააგენტოს დირექტორთან ერთად, ახალაშენებულ კორპუსები დაათვალიერა.

მინისტრის განცხადებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დევნილების საცხოვრებელი ყველა ნგრევადი შენობა, რომელსაც ექსპერტიზის დასკვნის თანახმად მეოთხე ან მესამე კატეგორია აქვს მინიჭებული, დაიხურება.

ზუგდიდში, ნგრევად შენობებში მცხოვრებ 360 ოჯახს ახალი ბინის გასაღები უახლოეს მომავალში ბარამიას ქუჩაზე სამ ახალაშენებულ კორპუსში გადაეცემა. დამატებით 600 ოჯახისთვის განკუთვნილი 5 კორპუსის მშენებლობა კი ამ ეტაპზე მიმდინარეობს, სადაც საცხოვრებელ ფართს, როგორც ნგრევად ობიექტებში მცხოვრები, ასევე კრიტერიუმების შესაბამისად ყველაზე მაღალი ქულის მქონე იძულებით გადაადგილებული ოჯახები მიიღებენ.

დღის ამბები