26 აპრილი 2024,   23:28
ვრცლად
თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეს დღეიდან პროკურატურა გამოიძიებს

თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეს დღეიდან პროკურატურა გამოიძიებს. ბაჩალიაშვილების ოჯახის შეხვედრა პროკურატურაში ცოტა ხნის წინ დასრულდა.

თამარ ბაჩალიაშვილის დედამ შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, რომ გამომძიებლებს საქმის მასალების გასაცნობად 2 დღე დასჭირდებათ.

"მკვლელობის საქმეს გამოიძიებს პროკურატურა. 2 დღე უნდათ, რომ გაეცნონ გამომძიებლები მასალებს და ხუთშაბათს მოვალთ და ჩვენ თვითონაც, რა კითხვებიც გვექნება, ერთად დავჯდებით და განვიხილავთ," - აცხადებს თეონა თამაზაშვილი.

 

 

 

 

დღის ამბები