უკანონო პატიმრობაში მყოფი ხვიჩა მღებრიშვილის ოჯახი ოკუპირებული ცხინვალის მიერ გუშინ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და აცხადებს, რომ მღებრიშვილი იძულებული იყო ეღიარებინა ე.წ დანაშაული და კომპრომისზე წასულიყო.
ოჯახი იმედოვნებს, რომ დაკავებული ცხინვალის დატოვებას შეფარდებულზე უფრო ადრე შეძლებს და შინ ჯანმრთელი დაბრუნდება.
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ.-ი უზენაესი სასამართლოს ინფორმაციით, „ხვიჩა მღებრიშვილს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის 3-თვიანი პატიმრობა მიესაჯა“ და რომ დაკავებულმა დანაშაული აღიარა.