ზუგდიდის რეფერარულ ჰოსპიტალში ზუგდიდსა და წალენჯიხაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაშავებული ორი მცირეწლოვანია შეყვანილი. ამ წუთებში ერთ-ერთს, რომელსაც სოფელ ლიაში მიკროავტობუსი დაეჯახა, ოპერაცია უტარდება. მეორეს კი, 6 წლის გოგონას, რომელსაც ტყაიაში, საკუთარ სახლთან მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა, ოპერაცია უკვე ჩაუტარდა.
ექიმების ინფორმაციით, ორივე პაცოენტის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.