17 ნოემბერი 2024,   21:43
ვრცლად
უწყებათაშორის კომისიაში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესახებ სერიოზული განცხადება დღემდე არ შემოსულა - თეა წულუკიანი

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ უწყებათაშორისი კომისიის ორ თვიანი მუშაობის პერიოდში არცერთი სერიოზული განცხადება არ შესულა, რომელიც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების რაიმე შემაშფოთებელ შემთხვევას უკავშირდება.

იუსტიცის მინისტრმა ასევე განმარტა, რომ კომისიას ის აღარ ხელმძღვანელობს და სხდომებს მინისტრის მოადგილე ატარებს.

"ორი თვეა, რაც ეს კომისია მუშაობს და არ შემოსულა არც ერთი სერიოზული განცხადება კომისიაში, რომელიც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების რაიმე შემაშფოთებელ შემთხვევებს უკავშირდება, თუმცა, ყველა ინფორმაცია, მათ შორის არაპირდაპირიც თუ ზედაპირულიც, იხილება კომისიის მიერ და მიღებულ იქნა რამდენიმე მნიშვნელოვანი რეკომენდაციებიც,"- განაცხადა წულუკიანმა.

დღის ამბები