17 ნოემბერი 2024,   21:32
ვრცლად
ოპოზიცია მმართველი პარტიის კანონპროექტს პროპაგანდისტურს უწოდებს ალტერნატიულ წინადადებას უპირისპირებს

პარლამენტი პირველი მოსმენით განიხილავს იმ კანონპროექტს, რომელიც არჩევნების პროცესში გამოვლენილი დარღვევებისთვის სისხლის სამართლის დანაშაულის კვალიფიკაციის მინიჭებას ითვალისწინებს.

"ქართული ოცნების" ინიციატივაზე საკანონმდებლო ორგანო დაჩქარებული წესით მსჯელობს და სამივე მოსმენით დამტკიცება მიმდინარე კვირაშივე იგეგმება. ინიციატივას ეწინააღმდეგება ოპოზიცია. რომელიც მმართველი პარტიის კანონპროექტს ალტერნატიულ წინადადებას უპირისპირებს.

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე კანონპროექტს პროპაგანდისტულს და იაფფასიანს უწოდებს. მისი განცხადებით, ნამდვილი კანონპროექტი ალტერნატივად შემოიტანა "ნაციონალურმა მოძრაობამ", რომელი არჩევნების ფარულობას, საარჩევნო უბნების დაცვას, საარჩევნო კომისიის სამართლიან დაკომპლექტებასა და ეუთო/ოდირის სხვა რეკომენდაციებს ითვალისწინებს. 

პარლამენტის ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" მდივნის, გედევან ფოფხაძის თქმით, ამ დანაშაულისთვის სასჯელის დამძიმება მაშინ, როდესაც "ქართულ ოცნების" არცერთი წევრი არ დასჯილა ამ დანაშაულისთვის, არაფრის მომცემია. 

პარლამენტის ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" თავმჯდომარის მოადგილის, ლევან კობერიძის თქმით, ის, რომ მოქალაქეთა ხმების დაცვა კანონით და სხვადასხვა რეგლამენტით იყოს მაქსიმალურად დაცული, ამაში მხოლოდ დადებითს ხედავს, მაგრამ იქვე აღნიშნავს, რომ ამ კანონებს "ქართული ოცნება" თავისი ოპონენტების წინააღმდეგ იყენებს. 

დღის ამბები