კახა კალაძე შესაბამის სამსახურებს მოუწოდებს, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში რეკომენდაციების დაცვა მაქსიმალურად გაკონტროლდეს და ასევე მერიასა და სხვა დაწესებულებებში გადაადილება პირბადით მოხდეს. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
"მოვუწოდებ მერიის შესაბამის სამსახურებს, შეძლებისდაგვარად მოხდეს ადამიანების დისტანციურ რეჟიმში მუშაობა. ეს ყველაფერი დავტოვოთ ძალაში, აუცილებელია მერიასა და ყველა სხვა დაწესებულებაში პირბადეებით გადაადგილება. ასევე საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მინდა შესაბამის სამსახურებს დავავალო, ეს რეკომენდაციები, რაც არის მიღებული, რომ მგზავრობა მხოლოდ და მხოლოდ პირბადით იყოს, კონტროლზე ავიყვანოთ,"- განაცხადა კახა კალაძემ.