დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, საარჩევნო კოდექსის შესაბამისად, თბილისის მუნიციპალიტეტმა საარჩევნო პლაკატების განთავსების ადგილები შეიმუშავა, რომელიც დასამტკიცებლად დედაქალაქის საკრებულოს უკვე გადაეგზავნა.
კახა კალაძემ პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდა, რომ საარჩევნო პლაკატები მხოლოდ მისთვის განსაზღვრულ ადგილებში განათავსონ.
"საარჩევნო კამპანია იწყება. ამიტომ, საარჩევნო კოდექსის შესაბამისად, თბილისის მუნიციპალიტეტმა საარჩევნო პლაკატების განთავსების ადგილები შეიმუშავა, რომელიც დასამტკიცებლად დედაქალაქის საკრებულოს უკვე გადაეგზავნა. დამტკიცების შემდეგ, აღნიშნული ნუსხა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას გადაეგზავნება. დოკუმენტში მოცემულია ადგილები, თუ სად შეიძლება პოლიტიკურმა პარტიებმა საარჩევნო პლაკატები განათავსონ," - განაცხადა კახა კალაძემ.