დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, უახლოეს დღეებში ჭავჭავაძის გამზირზე ძველი, მიწისზედა ნარჩენების ურნები მოიხსნება და მოსახლეობა ახალი, მიწისქვეშა ურნებით სარგებლობას შეძლებს. კახა კალაძემ შპს "თბილსერვის ჯგუფისა" და ვაკის რაიონის გამგეობის წარმომადგენლებს დაავალა, რომ ადგილობრივ მოსახლეობას სპეციალური საინფორმაციო ბროშურები დაურიგონ, რათა საზოგადოებამ იცოდეს, როგორ ისარგებლოს აღნიშნული ურნებით.
"პარალელურად, ასევე, ვმუშაობთ ნაგავგადამამუშავებელი საწარმოს პროექტის განხორციელებაზე და შემდეგი ეტაპი ნარჩენების სეპარირება იქნება. მომდევნო ორი დღის განმავლობაში, მიწისზედა ურნები მოიხსნება და მიწისქვეშა კონტეინერებით სარგებლობა იქნება შესაძლებელი," – აღნიშნა თბილისის მერმა.