17 ნოემბერი 2024,   21:44
ვრცლად
ბაგრატის ტაძრის მიმდებარედ "პატრიოტთა ალიანსის" ღონისძიება ეპარქიასთან შეთანხმებული არ ყოფილა - ანდრია ჯაღმაიძე

საქართველოს საპატრიარქოს პრესმდივნის განცხადებით, ბაგრატის ტაძრის ეზოში "პატრიოტთა ალიანსის"ღონისძიების გამართვა ეპარქიასთან შეთანხმებული არ ყოფილა, რადგან ტერიტორია, სადაც ღონისძიება გაიმართა, არა ტაძრის, არამედ სახელმწიფო საკუთრებაშია:

"დღეს ჟურნალისტებისგან იყო შეკითხვები, ბაგრატის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე პატრიოტთა ალიანსის კანდიდატის წარდგენის ღონისძიებასთან დაკავშირებით.

როგორც ეპარქიიდან შემატყობინეს, დღეის მდგომარეობით, აღნიშნული ტერიტორია სახელმწიფო საკუთრებაშია და იქ სხვადასხვა დროს იმართება ღონისძიებები, რომელსაც არ უთანხმებენ ეპარქიას.

ცნობისათვის, ისტორიულად ეს მიწა ეკუთვნოდა ბაგრატის ტაძარს, თუმცა შემდგომში ტაძარს გადაეცა მხოლოდ ნაწილი ისტორიულად კუთვნილი ტერიტორიისა, ხოლო ეს ადგილი სახელმწიფოს საკუთრებაში რჩება," - წერს ანდრია ჯაღმაიძე ფეისბუკზე.

დღის ამბები