"ნაციონალური მოძრაობა", როგორც არჩევნებში მონაწილე სუბიექტი, ოფიციალურად დარეგისტრირდა. შესაბამისი განაცხადი პარტიის წევრებმა ცესკოში დღეს შეიტანეს.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრები ამომრჩევლებს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და მოსახლეობის სოციალური მდგომარეობს გაუმჯობესებას ჰპირდებიან.
"დავრეგისტრირდით არჩევნებისთვის, რომელიც არის წყალგამყოფი, უმნიშვნელოვანესი ჩვენი მომავლისთვის. უნდა ავირჩიოთ ერთის მხრივ დარჩენა რუსულ ორბიტაზე, კორუფციაში, რაც დაამკიდრა ბიძინა ივანიშვილმა, ან უნდა ავირჩიოთ უკეთესი მომავალი.
31 ოქტომბერს ოპოზიცია ერთობლივად დაამარცხებს ბიძინა ივანიშვილს და დაასრულებს იმ უიმედობას, რომელიც იყო ქვეყანაში ბოლო 8 წლის განმავლობაში," - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა თინა ბოკუჩავამ.