17 ნოემბერი 2024,   21:33
ვრცლად
ოკუპირებული ახალგორი ჰუმანიტარული კრიზისის ზღვარზეა - უკვე 1 წელია ოკუპირებული ტერიტორია, ფაქტობრივად, სრულად ჩაკეტილია

ახალგორი ჰუმანიტარული კრიზისის ზღვარზეა. უკვე 1 წელია ოკუპირებული ტერიტორია ფაქტობრივად სრულად ჩაკეტილია. ე.წ. საზღვარი იქ მცხოვრებ ადამიანებს მხოლოდ ერთხელ და ისიც რამდენი დღით 7 თვის წინ გაუხსნეს.

მოსახლეობა სურსათის, მედიკამენტებისა და კვალიფიციური სამედიცინო დახმარების გარეშეა დარჩენილი.

ამას ემატება საოკუპაციო რეჟიმის მიერ, ახალგორში გახსნილი COVID მიმღები ცენტრი, რაც კიდევ უფრო ართულებს ვითარებას.

ადგილობრივები "კურიერთან" ამბობენ, რომ იზოლაციისა და დაბაში ჯანმრთელობის გაუარესების გამო, უკვე რამდენიმე ადამიანი გარდაიცვალა.


დღის ამბები