ოკუპანტების მიერ გატაცებული და ცხინვალის ციხეში უკანონო პატიმრობაში მყოფი ხვიჩა მღებრიშვილის ოჯახი კვლავ ხელისუფლებას მიმართავს და დახმარებას ითხოვს.
ისინი ჯერ კიდევ იმედოვნებენ, რომ მღებრიშვილის დროული გათავისუფლება მოხერხდება, წინააღმდეგ შემთხვევაში მასიური აქციების გამართვას არ გამორიცხავენ.
მათი და ოკუპანტების მიერ სხვა გატაცებულების მხარდასაჭერად, დღეს, მეჯვრისხევში ანტისაოკუპაციო მოძრაობის, "ძალა ერთობაშია" ლიდერებიც ჩავიდნენ.