როგორ უნდა დაიცვას ოპოზიციამ ამომრჩეველთა ხმები - ერთიანი მექანიზმის შექმნაზე მსჯელობა ამ წუთებში მიმდინარეობს.
მას შემდეგ, რაც პარტიებმა კოორდინირებული მუშაობის შესახებ მემორანდუმს მოაწერეს ხელი, დღის წესრიგში პარტიების მიერ საერთო მექანიზმის შექმნა დადგა.
ოპოზიცია "ევროპული საქართველოს" ოფისშია შეკრებილი.
"მთელი პოლიტიკური სპექტრი ერთიანდება იმ საკითხში, რომ დაიცვას ამომრჩეველთა ხმები. ასეთი პრეცედენტი არ ყოფილა ჯერ და ჩვენ ვმუშაობთ ტექნიკურ მექანიზმებზე. პირველი, რაც შემიძლია ცალსახად გითხრათ, რომ შტაბს ექნება ცალკე ოფისი, უახლოეს დღეებში მოხდება ამის პრეზენტაცია, სადაც იქნება განლაგებული ქოლცენტრი, ასევე სადაც იქნება ბრიფინგებისთვის განკუთვნილი სპეციალური სივრცე. აგრეთვე ჩვენ ვამუშავებთ სისტემას, თუ როგორ მოხდება ხმების დაცვა უბნებზე," - განაცხადა "საქართველოს ევროპელი დემოკრატების" თავმჯდომარემ პაატა დავითაიამ.
"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" მთავარი საბჭოს წევრის ანზორ ბიწაძეს თქმით, დაახლოებით 30 პარტია ახერხებს საერთო კოორდინაციით ჩამოაყალიბოს ალტერნატიული შტაბი, რომელიც ხმების დაცვას უზრუნველყოფს.