17 ნოემბერი 2024,   21:41
ვრცლად
"ლელო" მმართველ გუნდს ჩუღურეთის რაიონული ორგანიზაციის წევრზე ზეწოლაში ადანაშაულებს

"ლელო" მმართველ გუნდს ჩუღურეთის რაიონული ორგანიზაციის წევრზე ზეწოლაში ადანაშაულებს. ლევან სამუშიას თქმით, პარტიის წარმომადგენელ მანანა სულთანიშვილს მმართველი პარტიიდან პირდაპირ ემუქრებიან.

საკითხზე ისაუბრა თავად სულთანიშვილმაც, ქალი ჰყვება, რომ მისგან სახელისუფლებო პარტიის სასარგებლოდ მუშაობა მოითხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სოციალური დახმარების შეწყვეტითა და უფასო სასადილოთი სარგებლობის შეზღუდვით დაემუქრნენ.

"ლელო საქართველოსთვის" დაუყონებლივ სამართლებრივ რეაგირებას მოითხოვს.

დღის ამბები