17 ნოემბერი 2024,   21:34
ვრცლად
კიბერთავდასხმა ჯანდაცვის სისტემასა და ლუგარის ლაბორატორიის ელექტრონულ ბაზებზე - ექსპერტები რუსული სპეც-სამსახურების ​კვალზე საუბრობენ

რომელი ქვეყნიდან განხორციელდა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროზე თავდასხმა კრიმინალური პოლიციის კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოში არ აკონკრეტებენ. თუმცა პოლიტიკურ და საექსპერტო წრეებში ეჭვი არავის ეპარება, რომ საუბარია რუსეთზე.

"ძნელად ამოსაცნობი არ არის, რომ ეს რუსული სპეც-სამსახურების ნამოქმედარია. ტექნიკურად ისიც შესაძლებელია, რომ მეილების შინაარსი გააყალბონ და ისეთი სახით გაავრცელონ, თითქოს ლუგარის ლაბორატორიაში მართლაც ხდება ისეთი უკანონოები, რასაც ისინი ჭორის დონეზე ავრცელებენ, თითქოს "ნოვიჩოკს" საქართველო აწარმოებს და თითქოს ნავალნიც ქართველებმა მოწამლეს. რა თქმა უნდა, ეს უდიდესი სისულელეა და ამას პუტინის ყველაზე დიდი თაყვანისმცემლებიც კი ვერ დაიჯერებენ," - განაცხადა სამართლებრივი სისტემის განვითარების კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა გიორგი გაბოძემ.

შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კიბერთავდასხმის მიზანი ჯანდაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა და ლუგარის კვლევითი ცენტრის მონაცემთა ბაზებში შეღწევა იყო. კიბერშეტევისას სამედიცინო დოკუმენტაციისა და პანდემიის მართვასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ინფორმაციის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება და გამოყენება სცადეს.

დღის ამბები