"ქართული ოცნება" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენას აგრძელებს. მოსახლეობას დღეს ხაშურის და ქარელის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარუდგინეს. ამ ოლქში დეპუტატობისთვის ზაალ დუგლაძე იბრძოლებს. მმართველმა გუნდმა დღეს ასევე მოსახლეობას გორისა და კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი ხოჯევანიშვილიც წარუდგინეს. ღონისძიებას "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი, პრემიერ-მინისტრი და პარტიის სხვა ლიდერები დაესწრნენ.