პუტინის რეჟიმთან დაპირისპირება ჯანმრთელობისთვის მომაკვდინებელია - რუსი ოპოზიციონერის ორგანიზმში გერმანელმა სპეციალისტებმა ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერება აღმოაჩინეს, ნავალნი ე.წ "ნოვიჩოკით" მოწამლეს ის კვლავ კომაშია.
საბჭოთა კავშირის პერიოდში, საიდუმლო პროექტის ფარგლებში შექმნილი "იარაღი" კრემლმა, ორი წლის წინ, დიდ ბრიტანეთშიც გამოიყენა.
"ნოვიჩოკით" ორმაგი აგენტი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი იულია მოწამლეს. ამის გამო ლონდონმა მოსკოვის წინააღმდეგ რამდენიმე სანქცია აამოქმედა. შეზღუდვების დაწესებას ნავალნის შემთხვევის შემდეგ ამჯერად უკვე ევროკავშირის და ნატოს წევრი ქვეყნები გეგმავენ.