ამერიკის შეერთებული შტატები უცხო ქვეყნიდან საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს კომპიუტერულ სისტემაზე კიბერშეტევის გამო შეშფოთებას გამოთქვამს.
"ეს უპასუხისმგებლო ქმედება მიზნად ისახავდა მართლსაწინააღმდეგო წვდომის მოპოვებას პანდემიის მართვასთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე, რომელიც დაცულია სამინისტროსა და მისი სტრუქტურული ერთეულების, მათ შორის, ლუგარის ლაბორატორიის მონაცემთა ბაზებში. ამერიკის შეერთებული შტატები გმობს ამ უგუნურ და საშიშ თავდასხმას,"- ნათქვამია განცხადებაში.