ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი განცხადებას ავრცელებს და შეშფოთებას გამოთქვამს, გავრცელებული აშკარა დეზინფორმაციის გამო, რომელიც ამტკიცებს, რომ აჭარას თურქეთის მხრიდან საფრთხე ემუქრება.
მისი განმარტებით, ეს არის რუსეთის მხრიდან მცდელობა, თავიდან აირიდოს საქართველოს ტერიტორიის მესამედის უკანონოდ ოკუპაციის ბრალდება და ეფექტიანი როლი შეასრულოს მოახლოებულ არჩევნებში.
კინზინგერი პოლიტიკურ პარტიებს წამქეზებელი რიტორიკისგან თავშეკავებისა და უცხოელი ფინანსური მხარდამჭერების კუთხით გამჭვირვალობისკენ მოუწოდებს.
კონგრესმენი იმედოვნებს, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იქნება.