საერთაშორისო ორგანიზაციაში, შესაძლოა, დღეს მიიღონ გადაწყვეტილება დაესწრებიან თუ არა არჩევნებს ეუთოს დამკვირვებლები.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, გიგი წერეთელი თემაზე მსჯელობას კოპენჰაგენში დღეს დაგეგმილ შეხვედრაზე აპირებს.
ქართველი პოლიტიკოსი დანიაში ცოტა ხნის წინ გაფრინდა. ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ამბობს, რომ მსოფლიო პანდემიის ფონზე აუცილებელია ყველა რისკები გათვალონ, მათ შორის ისიც თუ საჭიროების შემთხვევაში საპარლამენტო არჩევნები საერთაშორისო დამკვირვებლების გარეშე ჩაივლის.
"ახლა არის ძალიან სერიოზული სამუშაო გასაწევი, რომ ჩვენი ქვეყანა არ დარჩეს საერთაშორისო დამკვირვებლების გარეშე,"- განაცხადა გიგი წერეთელმა.