ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკშვილის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარდგენას უკვე მოჰყვა შეფასებები ოპოზიციურ პარტიებში.
"საზოგადოებას აქვს სრულიად სხვა მოთხოვნები, ვიდრე საუბარი იმაზე, კონკრეტული პოლიტიკოსი დაბრუნდება თუ არა და როგორ დაბრუნდება საქართველოში. რა თქმა უნდა, პოლიტიკური დევნილები არ უნდა იყვნენ საქართველოში და ყველას უნდა ჰქონდეს უფლება, რომ მიიღოს მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესში. ამიტომ, იმავე წრეზე სიარული, რომელიც ნიშნავს იმას, რომ ერთმა კაცმა უნდა ისევე და ერთი კაცის გეგმით უნდა ვიაროთ. ეს წინასაარჩევნო გარემო სწორედ განსხვავდება ძველი წინასაარჩევნო გარემოებებისგან სწორედ ამით," - განაცხადა "ევროპული საქართველოს" წევრმა სერგი კაპანაძემ.
"ყველა სხვა პარტიას, რა გეგმა აქვს, ეს მისი გადასაწყვეტია. მე არ ვარ ექსპერტი, რომ ექსპერტული შეფასებები ვაკეთო. მე ვფიქრობ, რომ აღმშენებლობის დეტალური ყველაზე მაღალი სტრატეგია აქვს ჩვენს გუნდს და სწორედ ამ პროექტების რეალიზებისთვის ვაპირებ გავხდე ქვეყნის პრემიერ-მინისტრი.
რაც შეეხება ვინ ჩამოვა და ვინ წავა, ეს თვითონ მათ გადაწყვიტონ, ეს ჩვენი საკითხი არ არის," - განაცხადა "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ.
"ნაციონალური მოძრაობამ" და "ძალა ერთობაშიამ" პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მიხეილ სააკაშვილს წარადგინა. პარალელურად, ცნობილია, რომ დღესვე მიხეილ სააკაშვილი კიდევ ერთ ვიდეო მიმართვას გაავრცელებს სადაც საკუთარ გეგმებზე ისაუბრეს.