როგორც "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, ის, რომ ოპოზიციის ერთ ნაწილს არ მოსწონს მიხეილ სააკაშვილი პრემიერობის კანდიდატად, მათი კონსტიტუციური უფლებაა.
"ვისაც არ სურს ამ თემაზე მსჯელობა, აქვს კონსტიტუციური უფლება არ იმსჯელოს. ვისაც არ მოსწონს მიხეილ სააკაშვილი, აქვს კონსტიტუციური უფლება, მიხეილ სააკაშვილი არ მოსწონდეს. გაგიკვირდებათ და ვიცნობ ადამიანებს, ვისაც 500 ევრონიანი ბანკნოტი არ მოსწონს," - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭომ და "გაერთიანებულმა ოპოზიციამ" პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხელ სააკაშვილი წარადგინა.