17 ნოემბერი 2024,   21:33
ვრცლად
მობრძანდეს, საარჩევნო პროცესის მშვიდ გარემოში ჩატარებას კითხვის ნიშნის ქვეშ ვერავინ დააყენებს - პრემიერი სააკაშვილზე

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში ჩამოსვლასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. პრემიერის განცხადებით, არჩევნების მშვიდ და ნორმალურ გარემოში ჩატარებას ხელს ვერავინ და ვერაფერი შეუშლის.

"კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მობრძანდეს. ვერავინ და ვერაფერი ქვეყნის სტაბილურობას კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დააყენებს და ვერავინ და ვერაფერი საარჩევნო პროცესის ნორმალურ, მშვიდ გარემოში ჩატარებას კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დააყენებს," - აცხადებს გიორგი გახარია.

დღის ამბები