17 ნოემბერი 2024,   21:46
ვრცლად
თუ ეს დემოგრაფიული ტენდენცია შენარჩუნდა, 5 წელიწადში ვიქნებით 1 მილიონზე ნაკლები ადამიანი საქართველოში - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ახალი ვიდეომიმართვა გაავრცელა. მიხეილ სააკაშვილმა აქცენტი დემოგრაფიულ პრობლემებზე გააკეთა და აღნიშნა, რომ არსებული ტენდენციის მიხედვით, 5 წელიწადში, შესაძლოა, საქართველოს მოსახლეობა მილიონზე ნაკლები იყოს. 

"ახლა ჩვენ ვართ ძალიან გადამწყვეტ ეტაპზე, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ერი გამქრალა დედამიწის ზურგიდან. რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვინდა, რომ ეს ბედი ეწიოს საქართველოს. მაგრამ ჩვენ ვართ ზუსტად ის თაობა, რომლის დროსაც სამწუხაროდ, ეს შეიძლება მოხდეს, თუ დაუყოვნებლივ არ ვიმოქმედეთ. ჩვენი ქვეყანა არის ძალიან მძიმე ფორმაში, ეს თქვენ ჩემზე არანაკლებ იცით, თუ უკეთესად არა.

თუ ასე გაგრძელდა, თუ ეს დემოგრაფიული ტენდენცია შენარჩუნდა, ჩვენ ზუსტად 5 წელიწადში ვიქნებით 1 მილიონზე ნაკლები ადამიანი საქართველოში. თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა, საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი საბანკო ვალების გამო დარჩება არა მხოლოდ შემოსავლის და ლუკმა-პურის გარეშე, არამედ სახლ-კარის, თავისი არსებობის ელემენტარული პირობების გარეშე. ეს ყველაფერი მიგვიყვანს იქამდე, რომ საქართველო, რომელიც ისედაც მძიმე ფორმაშია ეკონომიკურად, პოლიტიკურად, ყველა სხვა თვალსაზრისით, აღმოჩნდა ყოფნა-არყოფნის ზღვარზე,"- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

დღის ამბები