17 ნოემბერი 2024,   21:31
ვრცლად
არ ვაპირებ არეულობით ხელისუფლებაში მოსვლას, ჩამოვალ ისეთ პირობებში, რაც დაპირისპირებას არ გამოიწვევს - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოში ჩამოსვლას ისეთ პირობებში გეგმავს, რაც ქვეყანაში არეულობას არ გამოიწვევს. 

"ნამდვილად არ ვაპირებ არეულობით ხელისუფლებაში მოსვლას. მე ჩამოვალ ისეთ პირობებში, რაც არ გამოიწვევს დაპირისპირებას და რაღაც სახის არეულობას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი იყოს მშვიდობიანად.

თავის დროზე მე ხელისუფლება გადავაბარე მშვიდობიანად და ნამდვილად არ ვაპირებ არეულობით ხელისუფლებაში მოსვლას. მაგრამ ის, რომ საქართველო გადასარჩენია, ამაში ყველა ვთანხმდებით. ამიტომ მე არ გავურბივარ პასუხისმგებლობას.

აუცილებლად თქვენთან ერთად, ყველანი ერთად ფეხზე დავაყენებთ ჩვენს საყვარელ სამშობლოს, საქართველოს," - განაცხადა სააკაშვილმა.

დღის ამბები